"ისინი, ვინც იმეორებენ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშებიან" - სერგეი ლავროვი

"ისინი, ვინც იმეორებენ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშებიან" - სერგეი ლავროვი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სტოკჰოლმში, ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე განაცხადა, რომ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისების გამეორება, ცეცხლთან თამაშია.

ლავროვის განცხადებით, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ნაღმია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა.

მისი თქმით, რუსეთის მეზობელი ქვეყნების გადაქცევა მასთან წინააღმდეგობის პლაცდარმად, ნატოს ჯარების განთავსება უშუალო სიახლოვეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებთან, კატეგორიულად მიუღებელია.

"ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები - ეს არის ნაღმი, რომელიც ჩადებულია ევროპული უსაფრთხოების საძირკველში. ერთხელ 2008 წლის აგვისტოში ეს ნაღმი უკვე აფეთქდა, როდესაც სააკაშვილმა, რომელიც ნატოს პერსპექტივისგან ეიფორიაში იყო, ავანტიურაზე წასვლა გაბედა, რაც უმძიმესი შედეგებით დაუბრუნდა თავად საქართველოს და უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება სახიფათო ნიშნულამდე მიიყვანა. ისინი, ვინც ბუქარესტის თეზისებს იმეორებენ და ამბობენ, რომ ნატოს გაფართოების საკითხში მესამე ქვეყნებს არ გააჩნიათ უფლება გამოხატონ საკუთარი პოზიცია - ეს ადამიანები ცეცხლს ეთამაშებიან. დარწმუნებული ვარ, მათ შეუძლებელია არ გააცნობიერონ ეს“, - განაცხადა ლავროვმა.
 
 





მსგავსი სიახლეები