27-11-2021, 15:17
231

„ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა

„ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა


„კოვიდ-19“-ის ახალი შტამომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა.
საეჭვო შემთხვევა გერმანიის დასავლეთ ნაწილში, კერძო ჰესენის მხარეში დააფიქსირეს
ომიკრონსთვის“ დამახასიათებელი ნიშნები სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მოგზაურს დაუდასტურდა, რომელიც ამჟამად იზოლირებულია.

როგორც ჰესენში აცხადებენ, ამჟამად მიმდინარეობს პაციენტისგან აღებული ანალიზების შესწავლა.
თუ პაციენტს ახალი შტამი დაუდასტურდა, ეს იქნება „ომიკრონით“ დაავადების პირველი შემთხვევა გერმანიაში.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამვე ახალ შტამს "ომიკრონი" სახელდების პროტოკოლის მიხედვით უწოდა.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ახალი შტამი ყველაზე მეტად გავრცელებადია და ასევე, მძიმედ მუტაციურია, რის გამოც, შესაძლოა ვაქცინებმა მის წინააღმდეგ ვერ იმოქმედოს. ახალი ვარიანტი ჯერ კიდევ შესაწავლის საგანია.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება. 

კორონავირუსის  ახალი შტამის გამო ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკის შეერთხებული შტატები სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენების აკრძალვას აწესებენ.




მსგავსი სიახლეები