27-11-2021, 13:39
244

„მოდერნა" კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას იწყებს

„მოდერნა" კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას იწყებს


„მოდერნა" კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას იწყებს.

როგორც ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიაში ამბობენ, ახალი შტამის შესწავლა და მის წინააღმდეგ შესაბამისი ვაქცინის შემუშავება კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებში შევა.

ვირუსის ახალი ვარიანტის შესწავლა დაიწყეს გერმანულ კომპანია „ბიონტექშიც“. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვირუსის შესწავლას და მის წინააღმდეგ არსებული ამჟამინდელი ვაქცინის რეაგირების შესწავლას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამვე ახალ შტამს "ომიკრონი" სახელდების პროტოკოლის მიხედვით უწოდა.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ახალი შტამი ყველაზე მეტად გავრცელებადია და ასევე, მძიმედ მუტაციურია, რის გამოც, შესაძლოა ვაქცინებმა მის წინააღმდეგ ვერ იმოქმედოს. ახალი ვარიანტი ჯერ კიდევ შესაწავლის საგანია.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება. 

კორონავირუსის  ახალი შტამის გამო ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკის შეერთხებული შტატები სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენების აკრძალვას აწესებენ.




მსგავსი სიახლეები