17-11-2021, 10:51
104

მსოფლიოში, გასულ კვირაში, კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა - ჯანმო 

მსოფლიოში, გასულ კვირაში, კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა - ჯანმო 


"მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის 3.3 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 584 ადამიანი," - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.
ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 6%-ით, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1%-ით გაიზარდა.

გასული კვირის მონაცემებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა ამერიკის, ევროპისა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილის რეგიონებში.

რაც შეეხება ქვეყნებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 550 684 შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის რუსეთი - 275 579 შემთხვევით, მესამე ადგილზეა გერმანია, სადაც გასული კვირის განმავლობაში დაინფიცირების 254 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ მოჰყვებიან გაერთიანებული სამეფო და თურქეთი, 252 905 და 180 167 შემთხვევით.





მსგავსი სიახლეები