4-11-2021, 16:46
462

ბრიტანეთმა კოვიდის სამკურნალო აბები დაამტკიცა

ბრიტანეთმა კოვიდის სამკურნალო აბები დაამტკიცა


გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო მარეგულირებელმა სიმპტომური კოვიდის სამკურნალო პირველი აბები დაამტკიცა.

კლინიკურ ცდებში, ამ აბებმა, რომლებიც თავდაპირველად გრიპის სამკურნალოდ შექმნეს, სიკვდილისა და ჰოსპიტალიზების რისკი გაანახევრა.

მოლნუპირავირი კოვიდის სამკურნალო პირველი ორალური ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც აბის სახით მიიღება და არა შიდავენური ინექციით.  ბრიტანეთის სამედიცინო მარეგულირებლის განცხადებით, ტაბლეტს ავტორიზაცია იმ ადამიანებში გამოყენებისთვის მიეცა, რომლებსაც მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის კოვიდი აქვთ და ამავე დროს, გააჩნიათ გართულების სულ მცირე ერთი რისკ-ფაქტორი, მაგალითად, სიმსუქნე, ასაკი, დიაბეტი ან გულის დაავადება.
მოლნუპირავირის ადრეული კლინიკური ცდები კორონავირუსით ინფიცირებულ 775 პაციენტზე ჩატარდა, საიდანაც ჰოსპიტალიზება დასჭირდა იმ ადამიანთა 7,3 პროცენტს, რომელმაც პრეპარატი მიიღო.

როგორც ცდების შედეგები მიუთითებს, იმისათვის, რათა მოლნუპირავირს ეფექტი ჰქონდეს, პაციენტებმა ის კოვიდის სიმპტომების გამოვლენიდან მალევე უნდა მიიღონ.
Merck-ი პირველი კომპანიაა, რომელმაც კოვიდის საწინააღმდეგო აბების ცდის შედეგები გამოაქვეყნა, მაგრამ ცნობილია, რომ მსგავს მედიკამენტებზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ.
ამერიკული Pfizer-ი ორი სხვადასხვა ანტივირუსული ტაბლეტის ცდებს აწარმოებს; ასეთივე პრეპარატზე მუშაობს შვეიცარიული Roche-ც.

ინფორმაციას BBc ავრცელებს.







მსგავსი სიახლეები