3-11-2021, 17:56
183

ჯანმო-მ ინდური კოვიდ ვაქცინა "კოვაქსინი" დაამტკიცა

ჯანმო-მ ინდური კოვიდ ვაქცინა "კოვაქსინი" დაამტკიცა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bharat Biotech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „კოვაქსინის“ გადაუდებელი მიზნით გამოყენებას მხარი დაუჭირა.

„კოვაქსინის“ ვაქცინა კოვიდ 19-სგან დაცვის კუთხით ჯანმო-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს და რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს“, - ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულმა საკონსულტაციო ჯგუფმა, 18 წლის და უფროსი ასაკის პირების 2 დოზით, 4-კვირიანი ინტერვალით, "კოვაქსინით" აცრის რეკომენდაცია გასცა.

„კოვაქსინი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეშვიდე ვაქცინაა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა მოიპოვა. ჯანმო-ს მიერ დღემდე დამტკიცებული ვაქცინებია: „ფაიზერ/ბიონტექის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები.





მსგავსი სიახლეები