25-10-2021, 10:11
299

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საავადმყოფოში გადაიყვანეს


მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, რომელიც აშშ-ში იმყოფება, ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. 

ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ღვისმსახურებაზე წასვლამდე, უწმინდესმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თავი შეუძლოდ იგრძნო. ამის მიზეზად დასახელებულია ხანგრძლივი ფრენა და გადატვირთული გრაფიკი.

81 წლის მსოფლიო პატრიარქს აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, სადაც დაგეგმილი აქვს შეხვედრები რელიგიურ, პოლიტიკურ და გარემოსდაცვით საკითხებზე. დღეს, 25 ოქტომბერს ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც შეხვდება. 
 





მსგავსი სიახლეები