22-10-2021, 21:25
290

"გულგატეხილი ვარ! - სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე" - ალეკ ბოლდუინის პირველი კომენტარი

"გულგატეხილი ვარ! - სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე" - ალეკ ბოლდუინის პირველი კომენტარი


"სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა," - ასე ეხმაურება მსახიობი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევას სოციალურ ქსელ Twitter-ში.

ასევე, მსახიობის წერს, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

"სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. ჰალინა ჰატჩინსი მეუღლე, დედა და ღრმად დაფასებული კოლეგა იყო. სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია. კონტაქტზე ვარ მის მეუღლესთან და ჩემს მხარდაჭერას ვთავაზობ მას და მის ოჯახს. გულგატეხილი ვარ," - ნათქვამია ალეკ ბოლდუინის განცხადებაში.

ცნობისთვის, ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღით ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი მოკლა. დაჭრილია ასევე ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუსი. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ სანტა-ფესთან მოხდა. ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა. იარაღი სარეკვიზიტო ნივთი იყო. 




მსგავსი სიახლეები