22-10-2021, 17:38
165

"რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს უფლება ვეტო დაადოს, ან შეაჩეროს რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანება" - იენს სტოლტენბერგი 

"რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს უფლება ვეტო დაადოს, ან შეაჩეროს რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანება" - იენს სტოლტენბერგი 


"სუვერენულ, დამოუკიდებელ ერებს აქვთ უფლება აირჩიონ საკუთარი გზა," - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც მათ უპასუხა შეკითხვას, წარმოადგენს თუ არა უკრაინის ნატო-ში გაერთიანება საფრთხეს რუსეთისთვის.
„არა, ერთი მხრივ იმიტომ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია. მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და მისი და ნატო-ს მოკავშირეების გადასაწყვეტია, თუ როდის იქნება უკრაინა მზად ნატო-ს წევრობისთვის.

 არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ან რაიმე სიტყვა თქვას ამ პროცესში, რადგან უკრაინა არის სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა. სუვერენულ დამოუკიდებელ ერებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი გზა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს უფლება დაბლოკოს რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანება. ნატოს გაფართოებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეალურად შეუწყო ხელი მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს ევროპაში და, შესაბამისად, რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეშინოდეს ან არ უნდა ჰქონდეს უფლება, ვეტო დაადოს, ან შეაჩეროს რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანება,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.





მსგავსი სიახლეები