21-10-2021, 12:10
119

თალიბანი მოსკოვში მოლაპარაკებებზე ჩავიდა

თალიბანი მოსკოვში მოლაპარაკებებზე ჩავიდა


ავღანეთში ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, თალიბანმა რუსეთში მოლაპარაკებები გამართა, სადაც ზისი რეგიონის სხვა ქვეყნებიც მონაწილეობდნენ.

როგორც BBC-ის მოსკოვის ბიურო წერს, მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარმოადგენდა და მან თალიბებს "პატივსაცემი დელეგაცია" უწოდა.

კრემლში თალიბებთან დიალოგს იმით ხსნიან, რომ აცხადებენ, რომ ავღანეთში არსებული სიტუაცია და მათი განზრახვების შესახებ მეტი გაიგონ. თუმცა, რუსეთში იმასაც აკონკრეტებენ, რომ  თალიბანი რუსეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული არაა და მათ ტერორისტულ დაჯგუფებას უწოდებენ.

მოლაპარაკების მთავარი ტემა იყო, რომ ავღანეთის ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ვინმეს მიერ მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. 





მსგავსი სიახლეები