27-09-2021, 12:54
308

ანგელა მერკელის პოლიტიკური ეპოქა სრულდება - ვინ იქნება გერმანიის ახალი ლიდერი

ანგელა მერკელის პოლიტიკური ეპოქა სრულდება - ვინ იქნება გერმანიის ახალი ლიდერი

ბუნ­დეს­ტა­გის არ­ჩევ­ნე­ბი მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. როგორც "ვაშინგტონ პოსტი" წერს, ანგელა მერკელის "ქრისტიანულ-დემოკრატიული" პარტია არჩევნებში დამარცხდა და "სოციალ-დემოკრატებისა" და კონსერვატიული ბლოკის ლიდერებს მოუწევთ კოალიციური მთავრობის შექმნა. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ გამომდინარე პოლიტიკურ ძალთა შორის პროცენტული მცირე თანაფარდობისა, მთავრობის დაკომპლექტების საკითხი შესაძლოა კარგა ხნით გაიწელოს.
სრულ­დე­ბა ან­გე­ლა მერ­კე­ლის 16-წლი­ა­ნი კან­ცლე­რო­ბის პერიოდი. ექსპერტების ვარაუდით, "ქრისტიანულ-დემოკრატიული" პარტიის რეიტინგის დაცემა, რამდენიმე წლის წინ, მერკელის პარტიის ლიდერობიდან წასვლამ განაპირობა.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რო­ბის ორიე მთა­ვარ­ი პრე­ტენ­დენ­ტია, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის და ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის ლი­დე­რები, ოლაფ შოლცმა და არ­მინ ლა­შეტ­მა უნდა გადაწყვიტონ ხვალინდელი გერმანიის ბედი. თავის მხრივ, ისინი აცვხადებენ, რომ მზად არიან გერ­მა­ნი­ის ახა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის­თვის.

როგორც "ვაშინგტონ პოსტი" წერს, არჩევნების საბოლოო შე­დე­გებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი არა­ მარ­ტო გერ­მა­ნი­ის მო­მა­ვა­ლი, არა­მედ მთე­ლი ევ­რო­პი­საც, და შე­სა­ბა­მი­სად, მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის პერ­სპექ­ტი­ვა.




მსგავსი სიახლეები