20-09-2021, 15:59
247

"ყალბი პარტიები და კლონირებული კანდიდატები - როგორ ატარებს კრემლი არჩევნებს"

"ყალბი პარტიები და კლონირებული კანდიდატები - როგორ ატარებს კრემლი არჩევნებს"

საერთაშორისო პრესა საკმაოდ ფართოდ ეხმაურება რუსეთში გამართულ სახელმწიფო სათათბიროს სამდღიან არჩევნებს, რომელიც 19 სექტემბერს დასრულდა.
ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ სტატიას აქვეყნებს.
„ყალბი პარტიები და კლონირებული კანდიდატები: როგორ ატარებს კრემლი დემოკრატიულ არჩევნებს“ - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია. მასში განხილულია სახელმწიფო სათათბიროს სამდღიანი არჩევნების მიმდინარეობა, რომელიც გუშინ დასრულდა და მეთოდურადაა ჩამოთვლილი კრემლის მიერ შემუშავებული პოლიტტექნოლოგიები, ასევე საუბარია ადმინისტრაცილ რესურსზე, არასასურველი კანდიდატების განდევნის მეთოდებზე, ამომრჩევლებისათვის ფულის დარიგებაზე, ელექტრუნულ ხმის მიცემაზე (ეს გარკვეული სიახლეა ამ არჩევნებში!) და „როსპოტრებნადზორის“ მიერ „გონივრული არჩევნების“ მომხრეების წინააღმდეგ ბრძოლაზე („გონივრული არჩევნები“ ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის იდეაა, საპროტესტო ელექტორატისათვის მიმართულების მისაცემად).
სხვათა შორის, „ნიუ-იორკ თაიმსის“ სტატიაში ობიექტურად არის აღნიშნული, რომ კლონი-კანდიდატების იდეა (ანუ რამდენიმე იდენტური გვარის მქონე კანდიდატის არსებობა საარჩევნო ბიულეტენებში) რუსეთში არ მოუგონიათ, ამერიკაშიც ასე მოხდა 2020 წელს, როცა  ფლორიდაში სენატის წევრს ირჩევდნენ.





მსგავსი სიახლეები