12-09-2021, 20:52
108

"ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ მამაკაცი მასწავლებლები, რომ ასწავლონ ფარდის უკნიდან"- თალიბანმა ქალებისთვის სწავლის ახალი წესები განსაზღვრა

"ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ მამაკაცი მასწავლებლები, რომ ასწავლონ ფარდის უკნიდან"- თალიბანმა ქალებისთვის სწავლის ახალი წესები განსაზღვრა

თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანეთის უნივერსიტეტებში სწავლება სქესის მიხედვით იქნება გაყოფილი და ახალი ისლამური ჩაცმის სტანდარტი დაინერგება. ამის შესახებ საერთაშორისო მედია BBC წერს.

გამოცემის ცნობით, უმაღლესი განათლების მინისტრმა, აბდულ ბაკი ჰაკანმა აღნიშნა, რომ ქალებს შეეძლებათ სწავლა, მაგრამ არა მამაკაცებთან ერთად.

ავღანეთში ვარაუდობენ, რომ ახალი წესები ქალებს განათლების მიღებას შეუზღუდავს, რადგან უნივერსიტეტებს არ აქვთ რესურსი ცალკეული კლასების უზრუნველსაყოფად. თუმცა, მინისტრი ჰაკანი ამტკიცებს, რომ საკმარისი ქალი მასწავლებლები არიან და სადაც ისინი არ არიან, ალტერნატივები მოიძებნება. 

"ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ მამაკაცი მასწავლებლები, რომ ასწავლონ ფარდის უკნიდან, ან გამოვიყენოთ ტექნოლოგია, - აღნიშნა ჰაკანმა

აღსანიშნავია, რომ გოგონები და ბიჭები ასევე გამოყოფილი იქნებიან დაწყებით და საშუალო სკოლებში. ქალები კი ვალდებულები იქნებიან, სასწავლებლებში ჰიჯაბი ატარონ. 
ცნობისათვის, თალიბანმა ავღნეთში ძალაუფლება 15 აგვისტოს აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებმა ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. მანამდე, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ქვეყანაში "თალიბანმა" შარიათის კანონები გამოაცხადა. უუფლებოები გახდნენ ქალები.




მსგავსი სიახლეები