28-07-2021, 12:55
225

კოვიდგადატანილებს ინტელექტის დონე უქვეითდებათ - ბრიტანელი მეცნიერები

კოვიდგადატანილებს ინტელექტის დონე უქვეითდებათ - ბრიტანელი მეცნიერები

კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ახდეს ადამიანის ინტელექტის დონეზე. - ასეთ დასკვნას აკეთებენ ბრიტანელი მეცნიერები. კვლევაში მონაწილეობა 81 337-მა ადამიანმა მიიღო. მათ ინტელექტის დონის დასადგენი ტესტი Great British Intelligence გაიარეს. მათ შორის კორონავირუსი 12 689 ადამიანმა გადაიტანა.
კვლევის მთავარი ამოცანა იყო დაედგინათ, უკავშირდება თუ არა კოგნიტიური მაჩვენებლების გაუარესება სწორედ COVID-19-ს, რადგან კორონავირუსის შემდეგ ბევრი ადამიანი მეხსიერების გაუარესებასა და კონცენტრაციის დაკარგვას უჩივის. ამასთან, ყნოსვის დაკარგვას, რომელიც კოვიდის ერთ-ერთი სიმპტომია, მეცნიერები ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევას უკავშირებენ.

მონაცემების დამუშავების შემდეგ მეცნიერებმა კოვიდგადატანილების შედეგები კვლევის ჯანმრთელი მონაწილეების მონაცემებს შეადარეს და
დადგინდა, რომ კოვიდგადატანილებმა შესამჩნევი კოგნიტიური დეფიციტი აჩვენეს - ტესტი მათზე უარესად გაიარეს, ვისაც კოვიდი არ ჰქონია. განსაკუთრებით ეს იმ დავალებებში იყო თვალსაჩინო, რომელთა შესასრულებლად დაგეგმარება, გადაწყვეტილების მიღება და აბსტრაქტული აზროვნება იყო საჭირო.
ყველაზე დიდი პრობლემა კი მათ შორის დაფიქსირდა, ვინც დაავადების დროს საავადმყოფოში მკურნალობა.

სტატიას ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალი The Lancet აქვეყნებს.