22-07-2021, 11:53
253

ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე ჯონ ბასი წარადგინა

ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე ჯონ ბასი წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე  საქართველოში ყოფილი ელჩი ჯონ ბასი წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

ჯონ ბასის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ჯონ ბასი კარიერული დიპლომატია, რომელიც იყო აშშ-ის ელჩი ავღანეთში (2017-2020) და თურქეთში (2014-2017). ის საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტს 2009-2012 წლებში იკავებდა.