29-09-2021, 12:00
97

სააკაშვილმა, თავისი "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიით", დააპაუზა ჟურნალიტიკის განვითარების პროცესი - აბსანძე

სააკაშვილმა, თავისი "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიით", დააპაუზა ჟურნალიტიკის განვითარების პროცესი - აბსანძე


"სააკაშვილმა, თავისი "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიით", დიდი ხნით დააპაუზა ჟურნალიტიკის ბუნებრივი განვითარების პროცესი - ასე ეხმაურება დღეს არსებულ ვითარებას ქართულ მედიაში, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე. აბსანძე ქართული მედიის ისტორიის ქრონოლოგიას მიჰყვება და აცხადებს, რომ რაც ქართულ მედიას დღეს სჭირს, სრულიად კანონზომიერია.
"ახლა კი სერიოზულად. გრძელი პოსტი კია, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დამეწერა?
რაც ქართულ მედიას დღეს სჭირს, სრულიად კანონზომიერია. განსაკუთრებით, ტელე-მედიაზე დაკვირვებით შეგვიძლია ამის განხილვა.
90-ანებში ჩვენ ნაჯახით ჩავჭერით კავშირი ქართველი ჟურნალისტების "ძველ" და "ახალ" თაობას შორის.
"ძველი" ჟურნალისტიკის ნიშანხატი ჯულიეტა ვაშაყმაძეა, მაგალითად - ძალიან ნიჭიერი და ყოველთვის პროგრესზე ორიენტირებული ქალი, სუფლიორის გარეშე რომ ახერხებდა მაყურებელთან თვალით კონტაქტიც შეენარჩუნებინა და ამბავიც მოეყოლა. 
ან, დავით სოკოლოვი. დღეს გარდაიცვალა და ამ ორომტრიალში ცოტამ თუ შეიტყო და შეიმჩნია.
სიცარიელეში გაჩნდა "ახალი" ტელემედია - "იბერვიზია". თინეიჯერი გოგო-ბიჭებით, სადღაც მეტრო "დელისთან". სამონტაჟო-სტუდიებით სარდაფში, რომელიც ადრე თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა (თავს ვერ დავდებ, მაგრამ, ასე მახსოვს).
მანამდე იყო ზვიად გამსახურდია - თავისი ეთნო-ნაციონალიზმით. რა მხრიდანაც არ უნდა შევხედოთ, მაშინდელმა კრებითმა "ჯულიეტა ვაშაყმაძემ" ჟურნალისტურად სწორი მხარე დაიჭირა - დასვა შეკითხვები  და უპასუხობა ტელევიზიის კიბეებზე ჩამოსხდომით გააპროტესტა.
შესაძლოა, სწორედ ეს გახდა ამ თაობის ქართველი ჟურნალისტების გარიყვის საფუძველი.  რაღაც საკრალურად "ქართულს" უღალატეს იმდროინდელი აღქმით.
ჩემი აზრით, სწორედ ამის შემდეგ იქცა რუტინად, რომ, მაგალითად, საპარლამენტო კორესპონდენტები უასაკო გოგო-ბიჭები არიან და ამ საქმეს კარიერის ერთ-ერთ ქვედა საფეხურად განიხილავენ. თუ ყველაფერი კარგად წავა, ან პიარში გადაინაცლებენ, ან რომელიმე სტუდიას მოირგებენ წამყვანებად.
არადა, საპარლამენტო (ისევე, როგორც პრეზიდენტის, ან პრემიერის Pool-ის) კორესპონდენტობა ჟურნალისტის კარიერაში მწვერვალია. 
შევარდნაძის ეპოქაში ამ ერთგვარი გაუგებრობის დაბალანსების ნიშნები გამოჩნდა.  ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა და სახელმწიფოს მედიის გაკონტროლებისთვის არ ეცალა.
მაგრამ, სააკაშვილმა, თავისი "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიით", დიდი ხნით დააპაუზა ჟურნალიტიკის ბუნებრივი განვითარების პროცესი.
ახლა კი ბოლო ათწლეულების ტყვეები ვართ. საპარლამენტო კორესპონდენტობა, მაგალითად, კვლავ ერთ-ერთ საფეხურად აღიქმება ახალგაზრდა კოლეგებში, ან უარესიც - არ არსებობს კონკრეტულ სფეროზე ორიენტირების პრაქტიკა და ჩვევა.
ისტორიით რელევანტურად შედარებად ბალტიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში ასე არ არის. იქ იქაურ "ჯულიეტა ვაშაყმაძეებისა" და თანამედროვეობის კავშირი არ გაწყვიტეს. პოლიტიკაშიც ასევე მოექცნენ - საქმის მცოდნე პოლიტიკოსები ნაგავში არ მოუსროლიათ. პირიქით, მათივე გამოცდილებით ჩააყენეს ქვეყნის სამსახურში. 
ახლაც რაღაც საეტაპო ხდება ამ ქვეყნის ისტორიაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტები ფეხს ავუწყობთ და სადმე   კონიუნქტურულ ორღობეში არ ჩავრჩებით.
მადლობა, თუ ბოლომდე წაიკითხეთ და ბოდიში ამსიგრძე სტატუსისთვის. - წერს ირაკლი აბსანძე.




მსგავსი სიახლეები