15-07-2021, 10:18
60

პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებული გახდა

პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებული გახდა

20 წლის ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებული გახდა.
ბარსელონაში გამართულ კონკურსზე შესარჩევ პირველ ეტაპზე 400 პიანისტი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან.  





გამარჯვებულს დიპლომთან ერთად, პიანისტს ფულადი ჯილდო – 25 000 ევრო გადაეცემა.
ფინალურ ტურში გუშინ საღამოს ქართველმა პიანისტმა კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი დაუკრა.




მსგავსი სიახლეები