22-06-2021, 15:22
296

ხალხის დაფინანსება რომ არ არსებობდეს, რობიკო სტურუა ვერც მოსკოვში წავიდოდა და ვერც სპექტაკლს დადგამდა - ზურა ჯაფარიძე

ხალხის დაფინანსება რომ არ არსებობდეს, რობიკო სტურუა ვერც მოსკოვში წავიდოდა და ვერც სპექტაკლს დადგამდა - ზურა ჯაფარიძე

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში, ჩეხოვის ფესტივალში მონაწილეობას აფასებს და აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრო, საიდანაც თანხა თეატრზეც ნაწილდება, მოქალაქეების გადასახადებიდან ფინანსდება.

მისივე თქმით, ხალხის დაფინანსება რომ არ არსებობდეს, რობიკო სტურუა ვერც მოსკოვში წავიდოდა და ვერც სპექტაკლს დადგამდა.

"გასაღიზიანებელი ის კი არაა, რომ მოსკოვში ჩადიან, ამაზე შეიძლება ნებისმიერ ადამიანზე გაბრაზდე, ვინც რუსეთში ჩადის. პრობლემა იმაშია, რომ თეატრს ის მოქალაქეები აფინანსებენ, ვინც გადასახადებს იხდიან. ჩვენი გადასახადებიდან ფული რატომღაც მიდის ე.წ. სამინისტროში, რომელსაც წულუკიანი განკარგავს, ის ფული ნაწილდება და ამ ხალხს ურიგდება. 

ამ ხალხის დაფინანსება რომ არ არსებობდეს, რობიკო სტურუა ვერც მოსკოვში წავიდოდა და ვერც სპექტაკლს დადგამდა. სისტემა ისეა აწყობილი, რომ ის ადამიანებს ართმევს ფულს და ანაწილებს ამ ხალხზე. ეს არის პოლიტიკური ფული, რობიკო სტურუა იქნება თუ სხვა, ეს პოლიტიკური ფულია, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში გამოდიან და მხარს ხელისუფლებას უჭერენ,"- აცხადებს ჯაფარიძე.


ამასთან, როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, სტურუას საკუთარი თეატრი რომ ჰქონდეს, მისი დასის რუსეთში წასვლასა და სპექტაკლის გამართვას პროტესტი არ მოჰყვებოდა. 

"საკუთარი თეატრი რომ ჰქონდეს რობიკო სტურუას, ისე სადაც უნდა იქ გაფრინდეს და გამოფრინდეს. მე შეიძლება მომეწონოს, არ მომეწონოს და ამის გამო გავაკრიტიკო, მაგრამ ის პრობლემა არ მექნება, რომ ჩემი გადახდილი ფული ვიღაცა მოსკოვში დადის და პუტინს ეპრანჭება,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, სადაც საქართველოს ეროვნული თეატრი საპრემიერო სპექტაკლს გამართავს, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მიემგზავრება. 




მსგავსი სიახლეები