22-06-2021, 10:34
227

ერი, რომელიც ნებისმიერ კულტურას ებრძვის ნახირია და მეტი არაფერი - რეზო ამაშუკელი

ერი, რომელიც ნებისმიერ კულტურას ებრძვის ნახირია და მეტი არაფერი - რეზო ამაშუკელი

მივმართავ ყველას, საზოგადოების ნებისმიერ ფენას და განსაკუთრებით ხელისუფლებას!
ნუ დავიყვანთ საქართველოს, ამ უძველესი კულტურის ქვეყანას, ამ ნიჭიერებით გამორჩეულ სამშობლოს ჩვენსას, იმ ნახირის დონემდე, რომელიც მტერია, დაუნდობელი მტერი და სხვა არაფერი,”- ასე მიმართავს საზოგადოებას პოეტი რეზო ამაშუკელი.


ამაშუკელი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და საზოგადოების იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომელმაც რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლი გააპროტესტა.

„ნახირმა, რომელიც შედგება უსამშობლოო ცხოველებისგან, ისევ გაბედა რობერტ სტურუას შეურაცხყოფა, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთაველის თეატრი მიდის მოსკოვში ჩეხოვის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. რუსული კულტურა, ხაზს ვუსვამ, განსაკუთრებით მწერლობა, მსოფლიო კუთვნილებაა და ერი, რომელიც ნებისმიერ კულტურას ებრძვის ნახირია და მეტი არაფერი,“- ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისათვის, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ეროვნული თეატრი მოსკოვში სპექტაკლით "თამაშის დასასრული" წარსდგება .




მსგავსი სიახლეები