21-06-2021, 16:14
174

რუსეთი რომ მოვა ავტომატით, შენ დადექი და სპექტაკლი აჩვენე - რეჟისორი ქართული თეატრის მოსკოვში წასვლაზე

რუსეთი რომ მოვა ავტომატით, შენ დადექი და სპექტაკლი აჩვენე - რეჟისორი ქართული თეატრის მოსკოვში წასვლაზე

რეჟისორი კახა გოგიძე მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე რუსთაველის სახელობის თეატრის დასის მონაწილეობას აფასებს.

როგორც გოგიძე "დღის ამბებში"აცხადებს, რუსეთი საქართველოს მტერია და სწორი იქნება, თუ მასთან საზღვარსაც კი ჩაკეტავენ. 

"რუსეთში თეატრის წასვლა კი არა, ვთვლი, რომ რუსეთთან საერთოდ უნდა ჩაიკეტოს საზღვარი. ის მტერია, რომელსაც შენი მოკვლა უნდა და წავიდე და რუსეთს ვაჩვენო, რა კარგი ვარ, არასწორია. მე პირიქით, მინდა, ვანახოთ, რა საშიში ვართ. რუსეთი ომს გიცხადებს და შენ თუ გინდა გამოუცხადე ომი, თუ გინდა ნუ გამოუცხადებ. ის მოდის და მოგკლავს. და რუსეთი რომ მოვა ავტომატით, შენ დადექი და სპექტაკლი აჩვენე,"- განაცხადა კახა გოგიძემ.


შეგახსენებთ, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, სადაც საქართველოს ეროვნული თეატრი საპრემიერო სპექტაკლს გამართავს, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მიემგზავრება. 




მსგავსი სიახლეები