21-06-2021, 13:22
437

ამ ნაძირალა მართლა რუსების აგენტების სალაპარაკო არაა რუსთაველის თეატრი და არც რობერტ სტურუა - ბესო ზანგური

ამ ნაძირალა მართლა რუსების აგენტების სალაპარაკო არაა რუსთაველის თეატრი და არც რობერტ სტურუა - ბესო ზანგური

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასის, მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობას, საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. კრიტიკოსები თეატრს და კონკრეტულად რეჟისორ რობერტ სტურუას ბრალს რუსეთუმეობაში სდებენ. საზოგადოების ამ ნაწილს დასის მოსკოვში ვიზიტი დაუშვებლად მიაჩნია.


რობერტ სტურუას კრიტიკას გამოეხმაურა მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც სტურუას რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში წერს.

„სხვათა შორის 8 აგვისტოს სატანკოს რომ ბომბავდნენ სატანკოსთან იდგა რობერტ სტურუა და ძლივს გამოვიყვნეთ მე და რეჟისორმა ნიკოლოზ შველიძემ. როგორ ფიქრობთ, თბილისისკნ გამოიქცა???? არა გავიგეთ რომ ფოთს პორტს ბომბავდნენ და იქ წაგვიყვანა და დამთავრებამდე იქ ჩავრჩით... მხოლოდ 20 აგვისტოს გადმოვფრინდით.

შემიძლია ვრცლად მოგიყვეთ ეს საოცარი ამბავი. ყოველ შემთხვევაში უნიჭო კოტე ყუბანეიშვილის, ჰიპსტერ ნაპროკურორალი ჩაჯვი გვარამიას,  წითელ ხიდზე გაქცეული მაშინდელი გმირი მთავრობის დანა-ჩანგლით რომ შეგვატოვა 56-ე არმიას და ჰალსტუხი ღეჭია მფორთხავი მთავარ სარდლის, ბიჭების გვამებზე აქ რუსთაველზე კონცერტები რომ ატარებინა... აი ამ ნაძირალა რუსების მართალ აგენტების სალაპარაკო არაა რუსთაველის თეატრი და არც რობერტ სტურუა!!! აბა ვინმე ადგეს და მითხრას, რომ ამ საზარელ ბრალდებაში რასაც ვწერ ერთი სიტყვა თუ სიცრუეა!!! სულ ესაა,“- წერს მსახიობი.


შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ეროვნული თეატრი მოსკოვში სპექტაკლით "თამაშის დასასრული" წარსდგება .




მსგავსი სიახლეები