18-06-2021, 16:21
89

“Brighton 4th" ნიუიორკის ტრიბეკას ფესტივალის გამარჯვებულია

“Brighton 4th" ნიუიორკის ტრიბეკას ფესტივალის გამარჯვებულია

რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი “Brighton 4th" ნიუიორკის ტრიბეკას ფილმის ფესტივალზე სამ კატეგორიაში დაჯილდოვდა.
ფილმმა გამარჯვება საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის, საუკეთესო სცენარისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის (ლევან თედიაშვილი) კატეგორიებში მოიპოვა.



ლევან კოღუაშვილმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინო ფაკულტეტის სამაგისტრო სკოლა 2006 წელს დაამთავრა. მისი სადებიუტო ფილმის „ქუჩის დღეების“ პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო შემდეგი ფილმის, „შემთხვევითი პაემნების“ პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. “Brighton 4th" მისი მესამე მხატვრული ფილმია.




მსგავსი სიახლეები