10-06-2021, 11:28
5 054

(ვიდეო) ანა უზნაძე - გოგონა, რომელიც ინოლა გურგულიას ანდერძს ასრულებს

(ვიდეო) ანა უზნაძე - გოგონა, რომელიც ინოლა გურგულიას ანდერძს ასრულებს

ანა უზნაძის სახელი საზოგადოებამ სულ ახლახანს, მას შემდეგ გაიგო, რაც გოგონამ სოციალურ ქსელში, საკუთარი ინტერპრეტაციით შესრულებული ინოლა გურგულიას სიმღერები განათავსა. სიმღერებმა სულ რამდენიმე დღეში მილიონამდე ნახვა და ასიათასობით გაზიარება დააგროვა.



ანა უზნაძე, გოგონა, რომელიც საოცარი სითბოთი და სიყვარულით მიიღო ქართველმა ინტერნეტ მომხმარებელმა.

ანა უზნაძის სახელი საზოგადოებამ სულ ახლახანს, მას შემდეგ გაიგო, რაც გოგონამ სოციალურ ქსელში, საკუთარი ინტერპრეტაციით შესრულებული ინოლა გურგულიას სიმღერები განათავსა. სიმღერებმა სულ რამდენიმე დღეში მილიონამდე ნახვა და ასიათასობით გაზიარება დააგროვა.

აღმოჩნდა, რომ ანას მუსიკალური განათლება არ აქვს. პროფესიონალი მომღერალი მშობლების შვილმა, საფორტეპიანო შვიდწლედი მეოთხე კლასიდან მიატოვა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია ფორტეპიანოსა და გიტარის საშუალებით საკუთარ თავს აკომპანირება გაუწიოს.

ინოლა გურგულია განსაკუთრებით უყვარს.„ძალიან მომწონს მელოდიაც და ტექსტიც. როდესაც ვმღერი, მგონია, რომ მის სათქმელს ვამბობ. იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ მე ვიცოცხლო, - ასეთი ანდერძი დატოვა. მიხარია, ამ ანდერძს მეც რომ ვასრულებ. მინდა მისი ყველა სიმღერა ვისწავლო,“-ამბობს ახალგაზრდა მომღერალი.