6-06-2021, 10:46
171

მხატვრების ნამუშევრების ქვეყნიდან გადატანის ნებართვებთან დაკავშირებით სიუჟეტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად - სამინისტრო

მხატვრების ნამუშევრების ქვეყნიდან გადატანის ნებართვებთან დაკავშირებით სიუჟეტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად - სამინისტრო

სიუჟეტში ნახსენები მეორე მხატვრის დავით პოპიაშვილის ნახატის ქვეყნიდან გატანის ნებართვა მოქალაქემ ითხოვა 1-ლ ივნისს და მიიღო 5 ივნისს. ამდენად, ნამუშევრების ქვეყნიდან გადატანის ნებართვებთან დაკავშირებით სიუჟეტში მოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.



საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მხატვრების ნამუშევრების საზღვარგარეთ გატანისათვის კულტურის სამინისტრომ ახალი რეგულაცია შემოიღო, რომელიც ნებართვის გაცემაზე 21-დღიან ვადას აწესებს.
 
სინამდვილეში, 20 დღე (და არა 21, როგორც ეს სიუჟეტში ითქვა), განსაზღვრულია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის N05/63 ბრძანებით, რომლის მეორე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თანამედროვე კულტურული ფასეულობის გატანაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, გაუგებარია სხვადასხვა პირების აპელირება 20 დღეზე, როგორც ახალ რეგულაციაზე, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ნორმა 2015 წლიდან მოქმედებს.
 
ამასთან, კულტურის, სპორტისა და ახალგზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა პირი, ვინც შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენს, დაუბრკოლებლად იღებს ნამუშევრის ქვეყნიდან გატანის უფლებას. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც იმავე სიუჟეტში ნახსენები მხატვრების ნამუშევრების გატანაზე გაცემული ნებართვები. კერძოდ, მხატვარ დავით ბაძაღუას ნამუშევრის ქვეყნიდან გატანის ნებართვის მისაღებად მოქალაქემ სააგენტოს მიმართა მიმდინარე წლის 27 მაისს და ნებართვა მიიღო 1-ლ ივნისს. სიუჟეტში ნახსენები მეორე მხატვრის დავით პოპიაშვილის ნახატის ქვეყნიდან გატანის ნებართვა მოქალაქემ ითხოვა 1-ლ ივნისს და მიიღო 5 ივნისს. ამდენად, ნამუშევრების ქვეყნიდან გადატანის ნებართვებთან დაკავშირებით სიუჟეტში მოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.