4-06-2021, 13:06
55

6-8 ივლისს თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

6-8 ივლისს თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალის პირველ კონცერტს, 6 ივლისს სწორედ მუზეუმის ეზო უმასპინძლებს, რომლის დროსაც მსმენელის წინაშე წარდგებიან ანტონიო სანჩესის კვარტეტი დონი მაკკასლინთან, მიგელ ზენონთან და სკოტ კოლისთან ერთად.


6-8 ივლისს თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. 

ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი, 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერ,  ტრიოსთან ერთად.

წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი. 

რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალის პირველ კონცერტს, 6 ივლისს სწორედ მუზეუმის ეზო უმასპინძლებს, რომლის დროსაც მსმენელის წინაშე წარდგებიან ანტონიო სანჩესის კვარტეტი დონი მაკკასლინთან, მიგელ ზენონთან და სკოტ კოლისთან ერთად.

მომდევნო საფესტივალოს დღე, 7 ივლისი კი, ბრენფორდ მარსალისის საღამოს დაეთმობა. ფესტივალი 8 ივლისს  მონტი ალექსანდერის ტრიოს კონცერტით დაიხურება.