4-05-2021, 17:52
280

"არ ვიცი, ღირს თუ არა ამის თქმა" - რას ნანობს კახი კავსაძეს ძმა და რაშია ის დარწმუნებული

"არ ვიცი, ღირს თუ არა ამის თქმა" - რას ნანობს კახი კავსაძეს ძმა  და რაშია ის დარწმუნებული

კახი კავსაძის ძმა იხსენებს, რომ "კახის კითხეს ერთ-ერთ ინტერვიუში, ბელას გარეშე როგორ ცხოვრობთო? მე ვსწავლობ როგორ ვიცხოვროო. მეც უნდა დავიწყო იმის სწავლა, როგორ ვიცხოვრო მის გარეშე".


რატომ არ ეფერებოდა კახი კავსაძეს უფროსი ძმა და რას ნანობს ის კახის გარდაცვალების შემდეგ. 

„მთელი ცხოვრება ისე გავატარე, კახის არ მოვფერებივარ. სიყვარულით ერთი სიტყვა არ მითქვამს მისთვის. და ამის სინანული მაქვს ახლა. რომ დავემშვიდობე, მოვეფერე და ვუთხარი: შენ ჩემგან ასეთი მოფერება არასდროს გიგრძვნია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის სულის ამოთქმას ვგრძნობდით-მეთქი". - წერს „პრაიმ-ტაიმი“.  

"არ ვიცი, ღირს თუ არა ამის თქმა. დედის წასვლაზე არ მიტირია ამდენი… დედას გეფიცებით. დედაჩემი მამაჩემთან წავიდა. კახის წასვლა ჩემთვის მოულოდნელი იყო. ამ ინფორმაციის მისაღებად მომწიფებული არ ვარ. მე ბოლომდე მჯეროდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა. ბოლომდე! მიუხედავად იმისა, რომ მძიმედ იყო ბოლოს, მაინც ვფიქრობდი, რომ გამოკეთდებოდა, რადგან ძლიერი იყო, სულითაც და ფიზიკურადაც.

ვნების კვირაში წავიდა და დედაჩვენის დაბადების დღეს დაიკრძალა. დედა, თამარ ცაგარეიშვილი 1 მაისს იყო დაბადებული. ბავშვობიდან კაკალას ეძახდნენ. ჩვენმა დედიკომ, მამიკომ და ბელამ ჩაიხუტეს კახი. ეს იმის უფლებას მაძლევს, ვირწმუნო, რომ როცა მეც წავალ, ისინი ერთად დამხვდებიან.

გადაცემებს ვუყურებ, ფილმებს უშვებენ, “ფეისბუქზე” მხვდება ადამიანების პოსტები, თუ როგორ განიცდიან კახის წასვლას, როგორ ტკივათ ეს, მაგრამ ჯერ ჩემამდე ეს ინფორმაცია არ მოდის, ჯერ ისევ გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ. ბურანში ვარ. რაღაცას გავიგებ და ისევ ვფიქრობ, ახლა წავალ და კახის ვეტყვი-მეთქი". - ამბობს იმერი კავსაძე. 

კახი კავსაძის ძმა იხსენებს, რომ "კახის კითხეს ერთ-ერთ ინტერვიუში, ბელას გარეშე როგორ ცხოვრობთო? მე ვსწავლობ როგორ ვიცხოვროო. მეც უნდა დავიწყო იმის სწავლა, როგორ ვიცხოვრო მის გარეშე". - აღნიშნა მან. 



მსგავსი სიახლეები