26-04-2021, 15:05
216

გამოვიდა სააღდგომო საგალობლების აუდიო ალბომი

გამოვიდა სააღდგომო საგალობლების აუდიო ალბომი

ანსამბლმა ,,შავნაბადამ“ სააღდგომო საგალობლების აუდიო ალბომი გამოუშვა.

ალბომი, რომელშიც თითოეული საგალობელი ცალ-ცალკე ხმებადაა დაშლილი, თან ერთვის სანოტო კრებულიც. ის ხელმისაწვდომია, როგორც დაბეჭდილი, ასევე ელექტრონული სახით და უფასოა ყველა მსურველისთვის, რომელმაც  შესაძენად ანსამბლს ოფიციალურ გვერდზე უნდა მისწეროს. 

ანსამბლი ,,შავნაბადა“ 2012 წლიდან ამზადებს საგალობლების სასწავლო გამოცემებს. ამ დროისათვის უკვე გამოცემულია ,,წირვის“, ,,ლოცვის“, ,,მღვდლად კურთხევის“, ,,ქორწინების“, ,,ნათლობის“ და უკვე „აღდგომის“ საგალობლების კრებულები.