14-01-2022, 10:32
78

"ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში" - მარჯანიშვილის თეატრი განცხადებას ავრცელებს

"ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში" - მარჯანიშვილის თეატრი განცხადებას ავრცელებს


"ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში" - ამის შესახებ განცხადებას მარჯანიშვილის თეატრის სოციალურ გვერდზე ვრცელდება. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია რომელიც მედიაში გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება და ლევან წულაძეს გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა.  
 
"ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის  თანამდებობიდან. 

მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა. 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი. 

ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში  ერთხელ. ლევან წულაძეს  მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში  აქამდე რამოდენიმეჯერ.  
ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში.  

ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში,"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ლევან წულაძე ["ჭოლა"] მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს აღარ იკავებს. მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად კონტრაქტის ამოწურვა სახელდება.

თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პეტიცია გახდა.




მსგავსი სიახლეები