3-12-2021, 15:59
145

"ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ გააჩნიათ ნავი და ნიჩაბი" - თეა წულუკიანი

"ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ გააჩნიათ ნავი და ნიჩაბი" - თეა წულუკიანი


"ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ გააჩნიათ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომლის ველოსიპედსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ გააჩნია ცხენი, ასეთია რეალობა", – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ფედერაციები არათანაბარ პირობებში არიან. 

„მეორე ადგილზე გახლავთ კალათბურთი, რომელიც სამინისტროდან იღებდა 13 მილიონ 580 ათას ლარს. ეს არის ის ორი უმნიშვნელოვანესი სახეობა ქართულ სპორტში, რომელიც ყველაზე მეტი დაფინანსებით არის ჩვენი მხრიდან აღჭურვილი. ეს ინფორმაციისთვის, ანალიზის მხრივ კი, მინდა მოგახსენოთ, რომ ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში. არათანაბარ მდგომარეობაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, ყურადღების ხარისხის მხრივ სამინისტროდან და ასევე, სრულ უთანასწორობას. თუ გნებავთ, თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურის მხრივ, ასევე – აღჭურვილობის მხრივ.

არავინ უარყოფს და უპირველესად, მე, რომ რაგბი და კალათბურთი, რა თქმა უნდა, სპორტის ის სახეობებია, რომლითაც ვამაყობთ. რაგბი ჩვენი თამაშია და ასევე, კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, სამინისტრომ სხვა სახეობებსაც მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება.

ეს ორი სახეობა მე პირობითად გამოვყავი მაგალითისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, მაღალი მიღწევები, რომლებიც სპორტის არაერთი სახეობას აქვს, დრო არ მეყოფა ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა ვაჩვენო კონტრასტი ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ – ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ გააჩნიათ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედებსაც სძვრება ბორბალი, გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ გააჩნია ცხენი. ასეთია რეალობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.




მსგავსი სიახლეები