3-12-2021, 15:26
116

"შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ, ძვირფასო სკამებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი" - თეა წულუკიანი

"შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ, ძვირფასო სკამებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი" - თეა წულუკიანი


"შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ, ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულო ზოგიერთებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი, - ეს განცხადება საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

თეა წულუკიანმა მუზეუმების აღდგენაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს, ამაზე მე არ დავკონკრეტდები დიდხანს, რადგან არ ვთვლი საჭიროდ იმ ადამიანების პასუხს, რომლებსაც მაშინ, როდესაც მე ვიდექი ქუჩაში, რუპორით ხელში, კულტურის სამინისტოს კიბეებზე და ვყვიროდი, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი ცუდ დღეშია-მეთქი, მაშინ ისხდნენ კაბინეტებში, თანამშრომლობდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ჭამდნენ ბატი-ბუტს ალბათ, არ ვიცი, რას. მათთან პოლემიკაში არ შევალ, მოკლედ ვიტყვი, დიახ, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ, ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულო ზოგიერთებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი. ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება, კონსტრუქტორების მიერ იმისათვის, რომ დავინახოთ, რა ფორმით არის ამ კოლაფსის პირობებში მყოფი შენობის გადარჩენა შესაძლებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.
ჩვენ ხელოვნების სასახლისთვის რამდენიმე კვირის წინ შევიძინეთ ახალი შენობა, ეს იმათთვის საპასუხოდ, ვინც ამბობს, რომ თურმე ჩვენ მუზეუმებს ვანგრევთ. ისე კარგად ვანგრევთ, რომ შენობაც ვიყიდეთ და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ის კოლექციები, რომელიც რომ არა ამ შენობის ყიდვა, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებოდა, იქნება ამ შენობაში განთავსებული. ალბათ, ამ მუზეუმის ხელმძღვანელის, ბატონი გიორგი კალანდიას პროფესიონალიზმში არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ექსპონატები იქნება სათანადოდ დაცული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.





მსგავსი სიახლეები