3-12-2021, 13:45
220

"კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს" - თეა წულუკიანი

"კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს" - თეა წულუკიანი


"კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს" - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, ლიტერატურული პრემია სახელად „ლიტერა”, იყო კეზერაშვილის და სამინისტრო მას აღარ გასცემს.

ამასთან თეა წულუკიანის თქმით, კულტურის სამინისტრო ახალ ლიტერატურულ პრემიას დააწესებს, რომელსაც ყველა დამსახურებულად მიიღებს.

„მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია „ლიტერა” დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო საკანონმდებლო არც ერთი აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა. შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება. ამიტომაც, ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს. ჩვენ დავაფუძნებთ სხვა კონკურსს და მე მზად ვარ კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობისთვის, რათა შევიმუშაოთ ისეთი კონკურსი და პრემია, რომელიც შეეხება პირუთვნელად ყველას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.






მსგავსი სიახლეები