6-09-2021, 20:11
79

მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო საკუთარ სახლში გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ადვოკატი ავრცელებს.

ბელმონდო ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობია. ნამუშევარი აქვს ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ჟან-ლუკ გოდარი, კლოდ შაბროლი, ვიტორიო დე სიკა, რენე კლემენტი, კლოდ ლელუში და სხვები.

მანგანსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით "პროფესიონალი." 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს – სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში "ბედით განებრივებული."

2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს ითვლის. მონაწილეობა 80-ზე მეტ ფილმში აქვს მიღებული.





მსგავსი სიახლეები