1-09-2021, 15:29
222

"სხვისი არ ვიცი და, მე ოთარ იოსელიანს ვინატრებდი" - იოსებ ჭუმბურიძე დავით აღმაშენებელზე მხატვრული ფილმის რეჟისორად ოთარ იოსელიანს ასახელებს 

"სხვისი არ ვიცი და, მე ოთარ იოსელიანს ვინატრებდი" - იოსებ ჭუმბურიძე დავით აღმაშენებელზე მხატვრული ფილმის რეჟისორად ოთარ იოსელიანს ასახელებს 

"სხვისი არ ვიცი და, მე ოთარ იოსელიანს ვინატრებდი" -  პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე დავით აღმაშენებელზე მხატვრული ფილმის რეჟისორად ოთარ იოსელიანს ასახელებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

"კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა: დავით აღმაშენებელზე მხატვრული ფილმი უნდა შეიქმნას!

შეიძლება, ეს ვინმეს არ ახარებდეს?! თურმე, ესეც შეიძლება! მაგრამ მთავარია, რომ დიდ უმრავლესობას ახარებს.
როცა ამ საკითხზე ვთათბირობდით, ქალბატონმა თეა წულუკიანმა თქვა:
ძალიან არ მინდა, რომ ფილმი მხოლოდ მეომარ მეფეზე იყოს, თუნდაც დიდგორის ბრძოლის მომგებზე.
ამან ძალიან გამახარა.
მყისვე გამახსენდა მურმან ლებანიძის სტრიქონები: „არც ბრძენ - კაცად, არც ცხენ - კაცად დაშტამპული."
ასეთი უნდა იყოს დავით აღმაშენებელი - ახალი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გმირი -
„ძლევაი საკვირველის" ავტორი!
„გალობანი სინანულისანის" შემოქმედი.

ვერგახარებულებმა კი, - რა დროს ეს არისო?! გაჭირვებულ ქვეყანაშიო; პანდემიის პირობებშიო...
აქ კი ჩერჩილი გამახსენდა, - თუ კულტურა არ გვექნება, ბიუჯეტი რაღად გვინდაო?!
თუ დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღებას ვერ შევძლებთ, ან ბიუჯეტი რად გვინდა, ან კულტურის სამინისტრო?!

რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. შევძლებთ?! აქ უკვე ვერგახარებულთ სკეპტიკოსები ჩაენაცვლნენ:
გვყავს რეჟისორი?!
მსახიობები?!

კი ბატონო, ბევრი დიდი რეჟისორი და არტისტი წავიდა, მაგრამ არც ისეა საქმე, ზოგიერთებს რომ „სურთ და ჰგონიათ".
ქვეყანაში, რომელსაც ზურა ყიფშიძე, გოგა პიპინაშვილი, ნიკა თავაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, რუსუდან ბოლქვაძე, ლელა ალიბეგაშვილი, ნინო კასრაძე, ნატო მურვანიძე (ყველას არ/ვერ ჩამოვთვლი) ჰყავს, ასეთი ეჭვიანი კითხვა არც უნდა დაისვას.

მაგრამ რეჟისორი?
სხვისი არ ვიცი და, მე ოთარ იოსელიანს ვინატრებდი.
ვიცი, ბევრი გაიკვირვებს - ეს ხომ მისი სტილი არ არისო, მისი ინტერესების სფეროს არ განეკუთვნებაო.
ამიტომაც ვინატრებდი.
დიახ, ვინატრებდი, რომ სწორედ ასეთი რეჟისორი დაინტერესებულიყო დავით აღმაშენებლის ფენომენით.
აი, მაშინ იქნებოდა დავით აღმაშენებელი „არც ბრძენკაცად, არც ცხენკაცადდაშტამპული.


თუ ჩემი ეს ნატვრა და ოცნება აუხდენელია, მაშინ სხვები გამოჩნდებიან.
გვყავს ნიჭიერი რეჟისორები. იკითხონ. იფიქრონ. აენთონ და შეძლებენ.

ეს კი ურყევად მჯერა:
აუცილებლად შეიქმნება ღირსეული ფილმი ჩვენს უპირველეს მეფეზე." - წერს იოსებ ჭუმბურიძე. 




მსგავსი სიახლეები