23-08-2021, 12:17
190

„ღიმილის ბიჭი“ „ბოლოკა“ გარდაიცვალა

„ღიმილის ბიჭი“ „ბოლოკა“ გარდაიცვალა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გოჩა ლომიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

გოჩა ლომიამ მაყურებელს თავი ქართულ მხატვრულ ფილმში „ღიმილის ბიჭები” შესრულებული ერთ-ერთი მთავარი როლით დაამახსოვრა და ხალხმა მას სიყვარულით „ბოლოკა“ შეარქვა. იგი ასევე მონაწილეობდა რეზო ჩხეიძის ფილმში „ნერგები“ და თემურ ფალავანდიშვილის ფილმში „მოხეტიალე რაინდები“.
„როგორც თავად იხსენებდა, 15 წლის იყო, როდესაც „ღიმილის ბიჭებს“ შორის, შემთხვევით აღმოჩნდა. „მიმიყვანეს პიონერთა სახლში. თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონის მასშტაბით, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი. კინოში გადაღება გინდაო? - მკითხეს. ეგ ვის არ უნდა-მეთქი, ვუპასუხე. აბა, ლექსი წაგვიკითხეო. ლექსს ვერა და თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი, გამოვუცხადე და მოვხსენი გუდას პირი. ჯერ იცინეს, მერე სიცილისგან იტირეს...

ამ დღიდან 2 კვირის თავზე, თბილისში ჩამოვედი, სინჯებზე. კახა ქორიძესთან ერთად ჩამაწერინეს რამდენიმე სცენა და მალევე მახარეს, როლზე დაგამტკიცესო. დაჯერება მიჭირდა, სიხარულისგან დავფრინავდი“ ....
გოჩა ლომიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და ქართული კინოსთვის“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.




მსგავსი სიახლეები