15-08-2021, 10:29
159

ქართველი მსახიობი ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს

ქართველი მსახიობი ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს

მსახიობი გია აგუმავა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს.

ელენე ნავერიანის ფილმი - „სველი ქვიშა" კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში Concorso Cineasti del presente იყო წარდგენილი. ფილმი საქართველო-შვეიცარიის კოპროდუქციაა.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია, როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორისა თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.
ქართული ფილმები არაერთხელ, წარმატებით უჩვენებიათ ლოკარნოში. ბოლო წლებში, კინოფესტივალის მთავარი ჯილდო - „ოქროს ლეოპარდი” ორმა ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა – ანა ურუშაძემ საუკეთესო დებიუტისთვის (ფილმი „საშიში დედა”) და დავით ფირცხალავამ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „მამა”.




მსგავსი სიახლეები