28-07-2021, 12:11
86

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი "მწვანე მუზეუმი" გახდება - წულუკიანი

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი "მწვანე მუზეუმი" გახდება - წულუკიანი

"ვგეგმავთ, რომ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი მწვანე მუზეუმი გახდეს, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი რეფორმის ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოხდება ოდა სახლების რესტავრირება,  მოეწყობა სასეირნო ბილიკები და გასართობი მოედნები.
„არ შეიძლება, ხაზი არ გაესვას სწორედ იმ სიმბოლოს, ადგილს, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ დღევანდელი პრეზენტაციისთვის – გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ეს არის შუაგულ დედაქალაქში მწვანე სივრცე, რომელიც ათეულობით ჰექტარზე არის გადაშლილი. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ეს გახდეს ერთ-ერთი წამყვანი მწვანე მუზეუმი საქართველოში, თბილისში, რომლის გამწვანებისა და განვითარებისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, თავის დროზე ბატონმა მერმა ნარმანიამ და კალაძემ უპრეცედენტო საქმიანობა გასწიეს, რათა ამ ქალაქში უკეთესად ვსუნთქავდეთ, უკეთესად ვცხოვრობდეთ.

ვფიქრობთ, ეს მუზეუმი ახალი რეფორმის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გვინდა განვახორციელოთ, დიდ წვლილს შეიტანს და თბილისელებისთვის ეს არა მხოლოდ დაცული, სათანადო წესით რესტავრირებული ოდა სახლები იქნება, არამედ ასევე სასეირნო, გასართობი. რაც მნიშვნელოვანია, იქნება საგანმანათლებლო სივრცე ბავშვებისათვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.




მსგავსი სიახლეები