22-07-2021, 11:45
1 855

ის ყეყეჩი საჯარო მოხელე ვინც შეეცდება დაანგრიოს ეს შენობა ვერც ხვდება რამხელა რისხვას დაიტეხს თავს! - ელისაშვილი

ის ყეყეჩი საჯარო მოხელე ვინც შეეცდება დაანგრიოს ეს შენობა ვერც ხვდება რამხელა რისხვას დაიტეხს თავს! - ელისაშვილი

"კულტურის სამინისტროს მიერ ხელოვნების მუზეუმის ფონდების ევაკუაციის ბრძანებას და ექსპერტების დასკვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, ის ყეყეჩი საჯარო მოხელე ვინც შეეცდება იდიოტი ექსპერტის იდიოტური დასკვნის საფუძველზე დაანგრიოს ეს შენობა ალბათ ვერც ხვდება რამხელა რისხვას დაიტეხს თავს!


"კულტურის სამინისტროს გვერდზე წავიკითხე ხელოვნების მუზეუმის ფონდების ევაკუაციის ბრძანება და შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნა. ჯერ მეორეზე ვიტყვი - ექსპერტი რომელიც დასკვნაში წერს რომ მძიმე ავარიული შენობის გამაგრება არის არარენტაბელური არის იდიოტი! ან არ იცის რას ნიშნავს სიტყვა - რენტაბელური, ან არ იცის რა ღირებულების შენობაზეა ლაპარაკი ან უბრალოდ ბრიყვია! ეს შენობა არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შენობა როგორც არქიტექტურული ასევე განსაკუთრებით ისტორიული მნიშვნელობით. 

მე რომ მკითხო აქ გადაწყდა წინა საუკუნის დასაწყისში დიდწილად კაცობრიობის ბედი. მაშინ როდესაც ამ შენობაში სწავლობდა და ბევრი მიზეზის გამო ადამიანებზე გაბოროტდა პატარა იოსებ ჯუღაშვილი. თუმცა ამ ჯოჯოხეთური კაცის გარდა აქ სწავლობდა მთელი პლეადა სასულიერო, სამეცნიერო და პოლიტიკური მოღვწეების. კირიონ მეორე, გიორგი გურჯიევი, ნოე ჟორდანია და კიდევ უამრავი სხვა. ეს შენობა 1830-იან წელს ააშენეს სასტუმროდ ზუბალაშვილებმა, შემდეგ აქ იყო სასულიერო სემინარია, შემდეგ ისევ სასტუმრო და ბოლოს ბინა დაიდო ხელოვნების მუზეუმმა. მე პირადად მომხრე ვარ რომ ხელოვნების მუზეუმისთვის აშენდეს სხვა, უფრო შესაბამისი სივრცე. 

ვინაიდან ეს შენობა თავდაპირველად აიგო როგორც სასტუმრო და მუზეუმისთვის ძალიან ტლანქი და მოუხერხებელია (ეს ჩემი პირადი, არაპროფესიონალის აზრია). თუმცა ეს უღირებულესი და უმნიშვნელოვანესი შენობა რაც არ უდა დაჯდეს მისი გამაგრება უნდა შენარჩუნდეს პირვანდელი სახით! ის ყეყეჩი საჯარო მოხელე ვინც შეეცდება იდიოტი ექსპერტის იდიოტური დასკვნის საფუძველზე დაანგრიოს ეს შენობა ალბათ ვერც ხვდება რამხელა რისხვას დაიტეხს თავს! ასე რომ შენობა უნდა გამაგრდეს და პირვანდელი იერით შენარჩუნდეს ნებისმიერ შემთხვევაში! - წერს სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილი.