21-07-2021, 16:45
179

ეს მხოლოდ ნანის შეუძლია - ლეგენდარულ მომღერალს მამუკა ხაზარაძე ულოცავს

ეს მხოლოდ ნანის შეუძლია - ლეგენდარულ მომღერალს მამუკა ხაზარაძე ულოცავს

ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის იუბილეს მიუძღვნა ფეისბუქ პოსტი „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
„ისევ წვიმს,
ისევ ცრის...
ამ სიმღერას მზიან ამინდშიც როცა ვუსმენ , მგონია, რომ მართლა წვიმს და ცრის. ეს მხოლოდ ნანის შეუძლია,“- წერს მამუკა ხაზარაძე.
ხაზარაძე ლეგენდარულ მომღერალს  სიყვარულსა და პატივისცემას კიდევ ერთხელ უდასტურებს და წერს:
„ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს, ადამიანს, რომელმაც შექმნა განუმეორებელი სამყარო, სიყვარულის, სითბოს, პატივისცემის, ურთიერთობის, ქვეყნის საზღვრებს გარეთ საუკეთესოდ წარმოჩენის. ბევრს არ დავწერ, ყველამ ვიცით ქალბატონი ნანის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის.
გილოცავთ და მრავალს დაესწარით!
პატივისცემით და სიყვარულით,
მამუკა."




მსგავსი სიახლეები