22-06-2021, 14:30
76

ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის  რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ საწარმოებში სანებართვო პირობების მონიტორინგის ახორციელებს. ერთ-ერთი საწარმოს შემოწმებისას სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის  რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.
 
საწარმომ ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილზე, ვერ წარმოადგინა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატი. გარდა ამისა, დაწესებულება პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას წესის დარღვევით ახდენდა.


საერთო ჯამში საწარმოს 7 დასახელების, 99 239 ერთეული, წარმოების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა.
 
შესაბამისი ოქმი, ჩამორთმეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაციის მოთხოვნით,  გადაეგზავნა სასამართლოს.  
 
 




მსგავსი სიახლეები