17-06-2021, 23:53
135

საბერძნეთში კაცმა 20 წლის ცოლის მკვლელობა აღიარა, რომლის გამოც საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული - უცხოური მედია

საბერძნეთში კაცმა  20 წლის ცოლის მკვლელობა აღიარა, რომლის გამოც საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული - უცხოური მედია

საბერძნეთის პოლიციამ 20 წლის ქეროლაინ ქრაუჩის მკვლელობისთვის ბრალი მის ქმარს წაუყენა. - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, 32 წლის მფრინავმა, ბაბის ანაგნოსტოპულოსმა ბრალი უკვე აღიარა.

ამასთან, პოლიციის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოჩნდა ახალი სამხილები, რომელიც განმარტებებს საჭიროებს.



როგორც გაირკვა, პილოტის მიერ ამ დრომდე მიცემული არც ერთი ჩვენება არ ემთხვეოდა რეალობას. ქალის გარდაცვალების დრო დააფიქსირა ბიომეტრიულმა საათმა, რომელიც მას ეკეთა.

გარდა ამისა, ანაგნოსტოპულოსის ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია აჩვენებს, რომ ის გადაადგილდებოდა იმ დროს, როცა თავად ამბობდა, რომ დაბმული იყო. კამერებთან დაკავშირებით კი, კაცი აცხადებდა, „მძარცველებმა” ჩანაწერები წაიღეს, თუმცა, ირკვევა, რომ მეხსიერების ბარათები გაცილებით ადრეა ამოღებული, ვიდრე თავად აცხადებს.

ცნობისთვის, საზარელი მკვლელობა ათენთან ახლოს, 11 მაისს მოხდა. ქეროლაინ ქრაუჩი 11 თვის შვილის თანდასწრებით მოკლეს. მაშინ ბაბის ანაგნოსტოპულოსმა პოლიციას განუცხადა, რომ სახლში მძარცველები შეიჭრნენ, იარაღის მუქარით გაკოჭეს, მისი ცოლი გაგუდეს და ფული წაართვეს.

მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაულთან კავშირი არა აქვს და გაათავისუფლეს.




მსგავსი სიახლეები