10-06-2021, 19:45
48

თბილისში ტრანსფობიურ ნიადაგზე თავდასხმა მოხდა

თბილისში ტრანსფობიურ ნიადაგზე თავდასხმა მოხდა

მოძალადე პირმა ჯერ კომპლიმენტი უთხრა დაზარალებულს, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა.


თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე უცნობმა პიროვნებამ ტრანსგენდერ ქალსტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. - ინფორმაციას "თანასწორობის მოძრაობა" ავრცელებს.

როგორც თანასწორობის მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოძალადე პირმა ჯერ კომპლიმენტი უთხრა დაზარალებულს, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა.

თავდამსხმელს თან ახლდა ორი პიროვნება, რომლებმაც თავდამსხმელი განარიდეს დაზარალებულს. დაზარალებულმა პოლიციას გამოუძახა. თავდამსხმელი მეორე დღეს დააკავეს.

დაზარალებულის ინტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავდა, საქმეზე გაიმართა სასამართლო სხდომა და თავდამსხმელს საპატიმრო გირაო შეუფარდეს 2000 ლარის ოდენობით. ორგანიზაციის შეფასებით, საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის ნიშანი.