3-05-2021, 22:30
449

30 წლის მამაკაცი არასრულწლოვნებთან​ ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ გარყვნილ ქმედებაშია მხილებული

30 წლის მამაკაცი არასრულწლოვნებთან​ ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ გარყვნილ ქმედებაშია მხილებული

13 წლის გოგომ გარყვნილ ქმედებაში 30 წლის მამაკაცი ამხილა. ირკვევა, რომ ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ, 30 წლის მამაკაცი გარყვნილი ხასიათის ქმედებას სხვა არასრულწლოვნებთანაც სჩადიოდა. სექსუალური ხასიათის დანაშაულის ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლის გოგონაა.
მამაკაცს არასრულწლოვნების მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელეული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი გასულ წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, საქართველოში კი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. მისი დატოვების შემდეგ ის თბილისის ერთ-ერთ უბანში, ბებიასთან საცხოვრებლად ორი კვირის წინ გადავიდა.
ადგილობრივები იხსენებენ, რომ ის ბავშვებს ხშირად აკვირდებოდა და ესაუბრებოდა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
პირი ამ დროის მონაცემებით დაკავებული არ არის და ის ამჟამად ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. სავარაუდოდ, დაიკითხებიან არასრულწლოვნები, მათ შორის - 13 წლის მოზარდიც.