30-04-2021, 11:38
127

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს  

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს  

ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს.

დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, აღმოეჩინათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.  

ოჯახის წევრების განცხადებით, მამა-შვილის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს, მას შემდეგ, რაც ისინი არ დაემორჩილნენ მოთხოვნას გაჩერების შესახებ.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამა-შვილს ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდა ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.