30-04-2021, 11:30
99

ყვარელში 26 წლის მამაკაცი დაჭრეს

ყვარელში 26 წლის მამაკაცი დაჭრეს

ყვარელში 26 წლის მამაკაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია GTmedia-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყებაში ადასტურებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანება ხელის ზედა კიდურის არეში აქვს მიღებული. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.