14-01-2022, 15:25
105

"ქართლი ტექსტილის" სამკერვალო საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობუსებს ხანძარი გაუჩნდა

"ქართლი ტექსტილის" სამკერვალო საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობუსებს ხანძარი გაუჩნდა


რუსთავში, "ქართლი ტექსტილის" სამკერვალო საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ავტობუსებს უკიდია, რომლითაც კომპანია თანამშრომლების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

თავდაპირველად ცეცხლი ერთ ავტობუსს გაუჩნდა და შემდეგ მეორეზე გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.





მსგავსი სიახლეები