6-01-2022, 17:24
116

63 წლის კაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა - რა მოხდა კახეთში?

63 წლის კაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა - რა მოხდა კახეთში?


გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში 63 წლის მამაკაცს სავარაუდოდ ყოფილმა სიძემ ცივი იარაღით დაზიანებები ყელის არეში მიაყენა.

როგორც ირკვევა შემთხვევას ბრალდებულის მცირეწლოვანი შვილებიც შეესწრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ დაშორდა, ქალი ემიგრაციაში წავიდა, ბავშვებს კი ბებია და ბაბუა ზრდიდა. 

ადგილობრივების თქმით, ყოფილ სიძესა და სიმამრს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. 
დანით სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. 

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ბრალდებული უკვე დააკავებულია. 




მსგავსი სიახლეები