4-12-2021, 13:05
101

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა


29 ნოემბერს, აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.  დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.   ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობისას, 
საქალაქო სასამართლოს გარე პერიმეტრზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების აქციას მართავენ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.




მსგავსი სიახლეები