3-12-2021, 11:22
71

დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო


ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიის, იმ პერიოდისათვის მოქმედი თანამშრომლის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, 182 511 ლარის ღირებულების სამი მიწის ნაკვეთი – საერთო ფართობით 12 117 მ2.
„გამოძიების პროცესში, დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები