2-12-2021, 16:08
93

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სათამაშო აპარატების სალონის უკანონო მოწყობის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სათამაშო აპარატების სალონის უკანონო მოწყობის ფაქტი გამოავლინეს


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონით გათვალისწინებული "სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის“ ნებართვის გარეშე საქმიანობის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მეწარმე სუბიექტს, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, 4 სათამაშო აპარატი უკანონოდ ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.  საქმე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად აღიძრა. 




მსგავსი სიახლეები