24-11-2021, 11:48
217

ორმხრივი სროლის შემდეგ ე.წ. კანონიერი ქურდის ავტომანქანა ააფეთქეს

ორმხრივი სროლის შემდეგ ე.წ. კანონიერი ქურდის ავტომანქანა ააფეთქეს


სოხუმში, ე.წ. კანონიერი ქურდის, თენგიზ ლაკერბაიას მანქანა Honda Fit აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა დე-ფაქტო სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო მანქანები მივიდნენ და ავტომანქანის გაწმენდის შემდეგ შიგნით ვერავინ აღმოაჩინეს. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, შემთხვევის ადგილზე, ავტომანქანის აფეთქებამდე ორმხრივი სროლის ხმები ისმოდა. საბოლოოდ, თავდამსხმელებმა მანქანა ააფეთქეს და გაიქცნენ.

ცნობისათვის: თენგიზ ლაკერბაიაზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე თვის წინ მას ციხეში ადუღებული ზეთი შეასხეს. თავდასხმის უკან ასევე კანონიერი ქურდის, რაულ ბარცბას დაჯგუფებას მოიაზრებენ.




მსგავსი სიახლეები